პატიმრის დედა ამბობს, რომ გლდანის ციხეში მის შვილს და კიდევ 3 პატიმარს ხელები დაუსერეს

გლდანში, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მყოფი პატიმრის დედა მაია დიღმელაშვილი ყვება, რომ მის შვილს და კიდევ 3 პატიმარს ხელები დაუსერეს. ამის შესახებ ინფორმაცია მას ერთ-ერთმა პატიმარმა მიაწოდა.

“ციხის უფროსის, ქინქლაძის დავალებააო. დასერილი გვაქვს ხელები 3,4 პატიმარსო”,- ამბობს დიღმელაშვილი.

ადვოკატ კობა კობახიძის განცხადებით, დამატებითი დეტალების გასარკვევად გლდანის ციხეში ცოტა ხნის წინ შევიდა.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია