პატრიარქის ბრძანებით ჯაღმაიძე საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურსაც უხელმძღვანელებს

საქართველოს პატრიარქის ბრძანების თანახმად, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურსაც უხელმძღვანელებს.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

“2021 წლის 28 მაისიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის N20 ბრძანების თანახმად: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ასევე დაევალა საქართველოს საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელობა”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.