პაციენტების ამოცნობა აცრილია თუ არა უკვე „კატეზეც“ კი შეიძლება- ბიძინა კულუმბეგოვის მიმართვა

პაციენტების ამოცნობა აცრილია თუ არა უკვე „კატეზეც“ კი შეიძლება – ამის შესახებ, ალერგოლოგ- იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, სოციალურ ქსელში წერს და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაციისკენ.

“უცხოელი კოლეგები წერენ: “კოვიდ-19-ით ჰოსპიტალიზირებული პაციენტების ამოცნობა ის აცრილია თუ არა უკვე კტ-ზეც კი შეიძლებაო. აიცერით, გამოყენეთ ეს შანსი და დაავადების განვითარების შემთხვევაში მარტივად გადაიტანეთ ინფექცია“,- წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.