ვანში პედოფილიის სავარაუდო ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

პედოფილიის სავარაუდო ფაქტი ვანში.  ქრონიკა +-ის რედაქტორი, ელისო კილაძე ვიდეოს ავრცელებს, რომელიც მისი თქმით უცნობმა პირმა მიაწოდა. ვიდეოში ჩანს სკოლის მიკროავტობუსის მძღოლის მხრიდან მოსწავლე გოგოს სექსუალური შევიწროება. ვიდეო თავად მოსწავლის გადაღებულია.

შსს-მ გამოძიება 141-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ირკვევა, რომ 60 წლამდე მამაკაცი ადგილობრივი სკოლის დირექტორის ქმარია, რომელიც სკოლაში მძღოლად არის დასაქმებული და ბავშვები სკოლამდე მიჰყავს, სკოლის შემდეგ სახლში. ელისო კილაძე ამბობს, რომ მძღოლს მაღალჩინოსანი მფარველები ჰყავს, მათ შორის სუსის უფროსის მოადგილე, რის გამოც მას არ აკავებენ.

მიკროავტობუსის მძღოლი, ტარიელ მეფარიშვილია, რომელიც სკოლის დირექტორის, ლალი სულაბერიძის ქმარია.
მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ,  სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა.

ელისო კილაძე ამბობს, რომ 112–ში დარეკა და ფაქტის შესახებ შეატყობინა, თუმცა მასთან ვიდეომასალის სანახავად არავინ მივიდა. მისი თქმით, ეს შემთხვევა არ არის ერთადერთი ფაქტი, და ეს მამაკაცი სხვა ბავშვებსაც ავიწროებდა.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია 1 მაისს, ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე. შსს აცხადებს, რომ უკვე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და გამოძიება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას ატარებს.

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fkavkasiatv%2Fvideos%2F898491364555646%2F&show_text=false&width=560&t=0″ width=”560″ height=”314″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>