პეკინის გამზირზე მანქანა მაღაზიაში შევარდა

პეკინის გამზირზე მანქანამ მაღაზიის ვიტრინა ჩაამსხვრია და  მაღაზიაში შევარდა. შსს–ს ინფორმაციით  ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მაღაზიის ვიტრინებში შევარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლი ადმინისტრაციულად დაჯარიმდება.