პესკოვის თქმით, პუტინი რიში სუნაკს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას არ მიულოცავს

კრემლის პიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რიში სუნაკს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას არ მიულოცავს.

კითხვაზე, მიულოცა თუ არა ვლადიმერ პუტინმა, სუნაკს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პესკოვი პასუხობს:  “თქვენ იცით, რომ ბრიტანეთი ახლა არამეგობრული ქვეყნების კატეგორიაშია. ამიტომ, დეპეშა არ ყოფილა”.