პესკოვი უარყოფს, რომ იერიში დნიპროში კორპუსზე რუსეთმა მიიტანა

კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი უარყოფს, რომ იერიში დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთმა მიიტანა.

“რუსეთის შეიარაღებული ძალები არ ურტყამს საცხოვრებელ შენობებს ან სოციალურ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. თავდასხმები ხდება სამხედრო ობიექტებზე, აშკარა ან შენიღბული”.-აცხადებს პესკოვი.

შაბათს მომხდარი თავდასხმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ბოლო ცნობებით, რუსეთის თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია.