პეტრო პოროშენკოს კიევის ცენტრში ე.წ. ზელიონკა შეასხეს

ფოტო: BBC

უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტსა და უმაღ­ლე­სი რა­დას დე­პუ­ტატს,პეტ­რო პო­რო­შენ­კოს კი­ე­ვის ცენ­ტრში ე.წ. “ზე­ლი­ონ­კა” შე­ას­ხეს. ინ­ცი­დენ­ტი უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 30-ე წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მარ­შის შემ­დეგ, მეტროს ერთ-ერთ ამოსასვლელთან მოხ­და.

თავ­დამ­სხმე­ლი მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ის ცნობით, თავ­დამ­სხმე­ლი 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცია ჩერ­ნი­გო­ვის ოლ­ქი­დან. მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ხუ­ლიგ­ნო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა.

ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ პო­რო­შენ­კომ თავდასხმა ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირა.

“ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ, მესმის, გეშინიათ. თქვენ მოხალისეების, სამხედროების და ნამდვილი პატრიოტების პუტინზე მეტად გეშინიათ. ნუ ეცდებით თქვენი მწვანე ცინგლით ჩვენს შეჩერებას!”,– თქვა მან მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.