“ის მაჩვენებელი, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, 24 ათასამდე შემთხვევა, მიუთითებს იმას, რომ ვართ პიკის ფაზაში.

მნიშვნელოვანია შევხედოთ, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პიკი და როდის გვექნება იმის სურათი, რომ დაიწყოს ინფექციამ უკან დახევა. მომდევნო რამდენიმე დღე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ დაკვირვების თვალსაზრისით.

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა დღეს პიკურ მაჩვენებელზე დაბალია, საყურადღებოა დადებითობის მაღალი მაჩვენებელი, ორივეს ერთად უნდა დავაკვირდეთ. მომდევნო რამდენიმე დღე მოგვცემს მეტ მტკიცებულებას, თუ რა მიმართულებით მიდის ეპიდემია და როდიდან ველოდოთ ინფექციის შემთხვევების შემცირებას”

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ.