პირბადის არტარების გამო ადამიანს ნუ დავაჯარიმებთ, დავურიგოთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას მხარი იმ პირობით დაუჭირა, რომ ყველა რეკომენდაცია დაცული უნდა იყოს.

მისივე თქმით, NCDC-ის რეკომენდაციიაა, რომ პირბადის არტარების გამო ადამიანი კი არ დააჯარიმონ, არამედ მას პირბადე მისცენ.

“არ უნდა გადაიჭედოს ავტობუსი, მეტრო, ჯობია იყოს რიგი, ყველას უნდა ეკეთოს პირბადე. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ადამიანებს პირბადის არტარების გამო ნუ დავაჯარიმებთ და თუ შესაძლებლობაა, დავურიგოთ პირბადეები და მოვუწოდოთ გაკეთებისკენ. თუ ვინმეს პირბადე არ აქვს კი არ დავაჯარომოთ ტრანსპორტში, არამედ მივაწოდოთ მას პირბადე და ვუთხრათ, რომ გაიკეთე ბატონო პირბადე და იმგზავრე ისე. თუ დავიცავთ წესებს, რა თქმა უნდა, რისკი ნაკლებია”,– ამბობს გამყრელიძე რუსთავი 2–ის ეთერში.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 13 სექტემბრიდან აღდგება.