პირველად არსებობის მანძილზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

შეარჩევი ეტაპის მატჩი თბილისში ისლანდიის გამარჯვებით, 80:77 დასრულდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველომ ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, ნაკრები მატჩში დამარცხდა, ეტაპის გათამაშების ცხრილის თანახმად, დასკვნითი თამაშში საქართველოს ნაკრებს სამი ქულით წაგებაც ჰყოფნიდა.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში ზაფხულში ჩატარდება.