პირველი არხის ოპერატორზე ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

პირველი არხის ოპერატორზე ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. მას  ბრალად ედება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, ძალადობა და ძალადობის მუქარა, დევნა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა.

საქმე ეხება 5 ივლისს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის ცემის ფაქტს, რომელსაც თვალები დაუზიანეს.