პირველი არხის ყოფილი დირექტორი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი გახდა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხის ყოფილი დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი გახდა.

ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზია 2020 წლის 18 აგვისტოს დატოვა და მიზეზად წინასაარჩევნო პერიოდში არხის მიუკერძოებლობასთან დაკაშირებული კითხვების თავიდან არიდება დაასახელა. მან გამორიცხა პოლიტიკური გეგმები.ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი 2017 წელს გახდა. მანამდე ის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ტელევიზია GDS-ზე მუშაობდა.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია. პოლიტსაბჭოს შემადგენლობა გაიზარდა და ის 20 წევრითაა წარმოდგენილი.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა ასეთია:

  1. კახა კალაძე
  2. ვასილ მაღლაფერიძე
  3. გიორგი გახარია
  4. არჩილ თალაკვაძე
  5. მაია ცქიტიშვილი
  6. გიორგი ვოლსკი
  7. ირაკლი ღარიბაშვილი
  8. თეა წულუკიანი
  9. მამუკა მდინარაძე
  10. კახაბერ კუჭავა
  11. ვახტანგ გომელაური
  12. ეკატერინე ტიკარაძე
  13. ივანე მაჭავარიანი
  14. მაკა ბოჭორიშვილი
  15. შალვა პაპუაშვილი
  16. მარიამ ქვრივიშვილი
  17. ნიკოლოზ სამხარაძე
  18. სოზარ სუბარი
  19. დიმიტრი სამხარაძე
  20. თორნიკე რიჟვაძე