პოლიციამ სასამართლოს ღობიდან ოპერატორები ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა

სამართალდამცველებმა ტელეკომპანია კავკასიის და ფორმულას ოპერატორები საქალაქო სასამართლოს ღობიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს. ისინი ცდილობდნენ, ღობიდან მიმდინარე აქცია ფართო ხედით გადაეღოთ.

ჟურნალისტები მათ მოუწოდებდნენ, რომ ოპერატორების ძალის გამოყენებით ჩამოყვანისას შესაძლოა ისინი ფიზიკურად დაშავებულიყვნენ.

მედიას არ ეძლევა საშუალება, დაესწროს ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესს, მათ არ უშვებენ სასამართლოს ეზოშიც.