პოლიცია გარედან უყვირის, რას მოითხოვო, მსგავსი სცენა არ მინახავს – დეკანოიძე ყვარელზე

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აფასებს ყვარელში საქართველოს ბანკთან მიმდინარე სპეცოპერაციას, სადაც კაცს მძევლები ჰყავდა აყვანილი. ამ დროისთვის მძევლები თავისუფლები არიან, თუმცა თავდამსხმელი არ დაუკავებიათ.

სამართალდამცავები მასთან მოლაპარაკებებს არასატელეფონო გზით აწარმოებენ.

“საოცრება. პოლიცია გარედან უყვირის,რას მოითხოვო დამნაშავეს. დამნაშავე ბანკიდან ყვირის. სატელეფონო კომუნიკაცია ვერ ააწყვეს. არსად მსგავსი სცენა არ მინახავს..”,– წერს დეკანოიძე.

ბანკზე თავდამსხმელს მძევლად აყვანილი ჰყავდა 12 ადამიანი. ის 3 საათზე მეტია საქართველოს ბანკის ფილიალშია შეჭრილი.