ურეკში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 13 პირს პატიმრობა შეეფარდა

პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე ურეკში დაკავებულ 13 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ივნისს, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე -173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაბა ურეკში 1988 წელს დაბადებული შ.ლ. დააკავეს და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, პოლიციის შენობასთან დაკავებულის ნაცნობები შეიკრიბნენ, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს”,- აცხადებს შსს.

დაკავებული პირები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან.