“ეს არის მათ შორის, პოლიციის მუნდირის შელახვა. ეს არის, რასაკვირველია, იმიტომ, რომ არცერთ შემთხვევაში, არც ჩვენი საზოგადოება, არც ჩემი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენ, არც პირადად, ვახტანგ გომელაური, რომელიც იმ სამინისტროს ხელმძღვანელია, უბრალოდ, არცერთ შემთხვევაში, მათი მსოფლმხედველობითი სისტემა აზროვნებისა ვერ იტევს და ვერ იგუებს ასეთ ქმედებებს და ასეთ მიდგომებს.

საბედნიეროდ, სამართალდამცველთა უდიდესი უმრავლესობა არ ფიქრობს იმ კაცივით, რომლის დანაშაულიც ჩვენ ვიხილეთ. მე ვიცნობ უზარმაზარ რაოდენობას პოლიციელებისას, რომლებისთვისაც აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. ადამიანები, რომლებიც როგორც მე, თქვენ ვართ, აღშფოთებულია ზუსტად იგივენაირად, შეიძლება უფრო მეტადაც, იმიტომ, რომ საკუთარმა კოლეგამ მათ უღალატა. იმიტომ, რომ ასე ნაკოწიწებ და ამ რთულ პირობებში ნაშენებ რეპუტაციას შეიძლება დანგრევის რისკი შეექმნას”

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ პოლიციელის მიერ მოზარდის ცემაზე პალიტრანიუსის ეთერში.