პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით “რიონის ხეობის მცველი” დააკავეს

სოფელ გუმათში საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით “რიონის ხეობის მცველების” ერთ-ერთი აქტივისტი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,  ბრალდებულმა 29 მაისს სოფელ გუმათში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, ,,ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტეტსტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს. ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით”, – ნათქვამია განცხადებაში. 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.