პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემას “ქართული ოცნების” ოფისთან აპროტესტებენ

ამ წუთებში,  “ქართული ოცნების” მთავარ ოფისთან სამოქალაქო აქტივისიტები პოლიციელის მიერ მეტროში, შშმ პირის ცემას აპროტესტებენ.

ისინი ამ წუთებში “ოცნების” ოფისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მსვლელობით მიდიან.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, შშმ პირის ცემის კადრები  TV პირველმა გაასაჯაროვა.  კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეს პოლიციელი თავისა და სახის არეში მუშტებს გამეტებით ურტყამს.