პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მის ქვეყანაში უკრაინული მარცვლეულის მიწოდების შეზღუდვა მოითხოვა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ მოითხოვა ბრიუსელმა შეზღუდოს უკრაინული მარცვლეულის რაოდენობა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში შედის. მისი თქმით, უკრაინიდან მიწოდება ადგილობრივ ბაზრებს დესტაბილიზაციას იწვევს.

„ჩვენ არ დავთანხმდით და ახლაც არ ვეთანხმებით, რომ ეს მარცვლეული მოხვდეს პოლონეთის და რუმინეთის ბაზრებზე, რაც მათ დესტაბილიზაციას ახდენს“, – თქვა მან პრესკონფერენციაზე.

ომისა და უკრაინის სამხრეთ პორტების ნაწილობრივი ბლოკადის გამო, ევროკავშირმა დაუშვა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი მისი ტერიტორიებით, თუმცა ლოგისტიკური პრობლემების გამო მარცვლეული აღმოსავლეთ ევროპის საწყობებში გროვდება , რაც  ადგილობრივ ბაზრებზე ფასების დაცემის მიზეზი ხდება, რაც ადგილობრივი ფერმერების უკმაყოფილებას იწვევს.

„ჩვენ ვთხოვთ ევროკომისიას მიმართოს ყველა შესაძლო მარეგულირებელ ზომას, რათა უკრაინული მარცვლეული არ შემოვიდეს პოლონეთში და პოლონეთი არ იყოს დანიშნულების ადგილი.  ჩვენ გვსურს მთლიანად მოვიშოროთ თავიდან ეს მარცვლეული, რადგან ყველა ჩვენი მარცვალეულის საცავი სავსეა“, – დასძინა მან.