პოლონეთის სეიმი მთავრობას მოუწოდებს, სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცენ

პოლონეთის სეიმმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიიღო. სეიმი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტს დაუყოვნებლივ მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება.

რეზოლუციას  მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 8 იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.

“სამედიცინო დიაგნოზები მიუთითებს მისი ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებასა და სამედიცინო რეკომენდაციების გათვალისწინებით სპეციალიზებულ მკურნალობაზე, რაც საქართველოში შეუძლებელია სათანადო სამედიცინო დაწესებულებების არარსებობის გამო

პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტი მიმართავს საქართველოს ხელისუფლება, დაიცვან ჰუმანიტარიზმის უნივერსალური პრინციპები, რომლის მიხედვითაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმაღლესი ღირებულებაა. დაუყოვნებლივ მიეცეს მიხეილ სააკაშვილს ნებართვა, მიიღოს გადაუდებელი სპეციალიზირებული მკურნალობა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად, რაც რეკომენდირებულია ექიმების მიერ. პოლონეთის სეიმი მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოს მეგობრებს სოლიდარობისა და შეუპოვარი ძალისხმევისთვის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად”, – აღნიშნულია რეზოლუციის დოკუმენტში.

პოლონეთის საკანონმდებლო ორგანო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, გაერთიანდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.