“ეს კანონპროექტი 2-3 წლის განმავლობაში იყო განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან, იყო საკმარისი არგუმენტი წარდგენილი და გაზიარებულიც, რომ ეს ცვლილებები დღეს პირდაპირ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს საქართველოს წინაშე. შესაბამისად, გაუგებარია, რა თქმა უნდა, თუ რატომ გამოიყენა ვეტო.

ვეტოს შემდეგ საკითხი უბრუნდება პარლამენტს, ჩვენ ერთხელ უკვე დავუჭირეთ მხარი და მივიღეთ ეს ცვლილებები პარლამენტში, რადგან არსებობს სათანადო არგუმენტაცია ამ ცვლილებებისთვის, რა თქმა უნდა, შემდეგ სესიაზე, როდესაც საკითხი პარლამენტს დაუბრუნდება, ჩვენ განვიხილავთ და მივიღებთ კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას”

განაცხადა, პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ. სალომე ზურაბიშვილმა დღეს,  ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადების გაზრდასთან დაკავშირებულ კანონს ვეტო დაადო.