პრეზიდენტი არის მხატვარი საფრთხე – რომან გოცირიძე პრეზიდენტის დროშაზე

“პრეზიდენტი არის მხატვარი საფრთხე “- ასე აფასებს, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე რომან გოცირიძე, პრეზიდენტის დროშის დამტკიცებას. გოცირიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი მოსიარულე, მოლაპარაკე და მწერალი საფრთხეა.

„როგორ შეიძლება პრეზიდენსტს ჰქონდეს საკუთარი დროშა? – დროშა არის ერთი, ეს არის სახელმწიფო დროშა. მისი გადაწყვეტილება ჯერ ერთი არის არაკონსტიტუციური და როდესაც პრეზიდენტზე ვიძახდით, რომ ის არის მოსიარულე საფრთხე, ანუ გადადგამს ფეხს და მერე მისი შეცდომები უნდა გამოასწოროთ, როდესაც ვამბობთ, რომ ის არის მოლაპარაკე საფრთხე, როდესაც ვამბობთ, რომ ის არის მწერალი საფრთხე, როდესაც რაიმე პოსტს დადებს და ხან ლიტერატურულად არის ჩასასწორებელი და ხან პოლიტიკურად, ახლა უკვე დაემატა ახალი ეპითეტი და ის არის მხატვარი საფრთხე. დახატა რაღაც დროშა, რომელიც უკვე ფაქტობრივად, ხდება პოლიტიკური ქილიკისა და დაპირისპირების საგანი და ასე ვთქვათ, ძალაუფლების შტოებში სეპარატულ კუნძულად წარმოაჩენს საკუთარ თავს და ეწინააღმდეგება ზოგადსახელმწიფოებრივ სიმბოლიკას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.