„პრეზიდენტმა სამარცხვინო რამ ჩაიდინა” – სასულიერო პირი პრეზიდენტს აკრიტიკებს

”საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთი სამარცხვინო რამ ჩაიდინა-წამოროშა და 25 დეკემბერი მარტო კათოლიკურ სამყაროს მიულოცა”  – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე წერს. მისი თქმით, კათოლიკური სამყაროს გარდა 25 დეკემბერს შობას აღნიშნავენ პროტესტანტებიც და რამდენიმე მართლმადიდებლური ეკლესიაც.

„საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთი სამარცხვინო რამ ჩაიდინა – წამოროშა (აბა სხვა რა ვუწოდო?!) და 25 დეკემბერი მარტო კათოლიკურ სამყაროს მიულოცა, პროტესტანტული ქვეყნები და მოსახლეობა დააიგნორა, მსოფლიოს მილიონობით მართლმადიდებელი საბერძნეთიდან დაწყებული რუმინეთ-ბულგარეთით დასრულებული უგულვებელყო, რა ღმერთი გაგიწყრა: ბავშვობიდან რომ გაიზარდე და მრევლი გერქვა პარიზის წმ ნინოს ქართული ეკლესიის, რომელიც კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს ემორჩილება, 25 დეკემბერს არ აღნიშნავდით ახალი სტილით შობას და დღემდე ასე არაა ამ ეკლესიაში?! კათოლიკური ეკლესიის მრევლი იყავი?! ეს რა ამნეზია გჭირს, თუ რა მავნებლობაა? p.s. ტვიტერზე გამოასწორა მერეო, მის ფეისბუკზე ისევ ისეა პირვანდელი სახით ამ წუთასაც”, – წერს დეკანოზი.