„პირდაპირ მიუთითებდნენ და ზეწოლას ახდენდნენ პრეზიდენტზე, რომ მას მიეღო ასეთი გადაწყვეტილება [შეწყალების თაობაზე]. მან პირდაპირ უპასუხა, თუ რა არის მისი არგუმენტები შეწყალებასთან დაკავშირებით. აქამდეც ჰქონდა განცხადება გაკეთებული, რომ „არა და არასდროს“ აპირებს შეწყალებაზე გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა, ახლა თქვა მეტი, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ვერ ხედავს, როგორც საშუალებას, რომ მიიღწეს მიზანი, რომელზეც კამპანია ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას. ვფიქრობ, ამით საკითხი უნდა ამოიწუროს, თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რადიკალურმა ოპოზიციამ მასთან დაკავშირებულო მედიით და სატელიტებით გააგრძელოს ზეწოლა. მეორე განცხადება, რაც ეხებოდა პარლამენტს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს – აქ ნათლად უნდა ითქვას, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის დისკუსია, თუნდაც, კრიტიკული განცხადებები არ ნიშნავს არანაირ მუქარას და ზეწოლას. ქალბატონ პრეზიდენტსაც არაერთხელ გაუკრიტიკებია ის გადაწყვეტილებები, რაც კონკრეტულ კანონებთან დაკავშირებით მიიღო პარლამენტმა, არაერთხელ გაუკრიტიკებია პარლამენტი, ამიტომ ეს მუქარად ვერ ჩაითვლება”,

ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.