”მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რადგან მას აქვს ძალაუფლება, შეიწყალოს პატიმარი, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა და მთავარი ისაა, რომ ეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტია. პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა ჰგავდეს მხოლოდ საგამოფენო სივრცეს და რომ ქვეყანაში საიდანაც პოეტები მიდიან, სადაც მწერლები შიმშილით ტოვებენ სიცოცხლეს, ვფიქრობ, ქალბატონ პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს, რომ არ მოისმინოს სიცოცხლის ხმა, როდესაც სიკვდილის ზღვარზეა.”

აცხადებს, მომღერალი ნინო ქათამაძე, რომელიც  ერთ-ერთია იმ 560-ზე მეტ ქალს შორის, რომელმაც პრეზიდენტს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართა.