“სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ მეორე სახე, მე ვარ სრულიად შეშფოთებული თუ რა მოვისმინე დღეს პარლამენტში. ჯერ ერთი, რაც დავინახეთ პარლამენტში, ესაა საწინააღმდეგო იმისა, რაც აჩვენა საზოგადოებამ 17 ივნისს. საზოგადოებამ აჩვენა თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა საპირისპირო აჩვენა, დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, არმოსმენა, ყველაფერი, რაც შეიძლება გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, ვაჩვენეთ დღეს. ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც გააგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ სურათს და ნეგატიურ გზავნილებს… რომ “ჩვენ ყველაზე კარგები ვართ თურმე, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ, რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ არ გვინდა”. ანუ აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი ამ თავისი შინაარსით.”

ასე გამოეხმაურა, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას.