პრემიერის კომენტარები სააკაშვილზე აჩვენებს, რომ საქართველოში პოლიტიზირებული სასამართლოა -კუბილიუსი

”პრემიერმინისტრის კომენტარები მიხეილ სააკაშვილზე აჩვენებს, რომ საქართველოში პოლიტიზირებული სასამართლოა” – ასე ეხმაურება, ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუს ირაკლი ღარიბაშვილის, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. 

“სასამართლოს პოლიტიზება ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოსთვის. ამას ემატება სააკაშვილის საკითხი.  ეს ვითარება სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენს პირველ განცხადებაში აღვნიშნეთ, რომ გაოგნებულები ვიყავით პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცეოდა, მის წინააღმდეგ ახალი საქმეები გაჩნდებოდა. ამან აჩვენა, რომ სასამართლოს პოლიტიზირება საქართველოში დასრულებული არ არის და ეს უდიდესი პრობლემაა.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში მე მქონდა საუბარი ორივე მხარესთან, როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. ისინი ჩამოდიან ბრიუსელში და განმარტავენ ისტორიის მათ ნაწილს. როდესაც მე ვესაუბრე მმართველ პარტიას, აღვნიშნე, რომ მათ ძალიან მალე მოუწევდათ მარტივი კითხვისთვის პასუხის გაცემა, როდესაც პოლიტიკოსები ბრიუსელში დაიწყებდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვითარების შედარებას იმასთან, რაც მოხდა უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ტიმოშენკოსთან მიმართებით. რა თქმა უნდა, სავარაუდოდ ეს განსხვავებული ისტორიებია და მათ სხვადასხვა ლეგალური მახასიათებლები აქვთ, მაგრამ ბრიუსელში, პირველ რიგში, საკითხი ეხება აღქმებს.

უნდა ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის ძალიან ხშირია, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილებები მიიღება არა სამართლიანობის დასამკვიდრებლად, არამედ ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად.მე არ ვიტყვი რა მიმართულებით უნდა შეამციროს საქართველოს ხელისუფლებამ და მმართველი პარტიის “ლიდერშიფმა” პოლარიზაციის დონე, მაგრამ თუ ისინი ვერ შეძლებენ ამ ვითარებიდან გამოსვლას, მაშინ ბრიუსელში ძალიან ცუდი შთაბეჭდილება შეიქმნება საქართველოზე და ეს დააზიაებს არა მარტო საქართველოს, არამედ ინტეგრაციის მთელ პროცესს,”- თქვა კუბილიუსმა.