პრესის თავისუფლების ევროპული ცენტრი გიორგი გაბუნიას საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

პრესის თავისუფლების ევროპული ცენტრი მთავარი არხის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის მიმართვაში საუბარია “მთავარი არხის” წამყვანის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე. წერილში მოყვანიალია ფაქტი, როგორ დააკავეს ჩეჩენი ეროვნების რუსეთის მოქალაქე, რომელიც სავარაუდოდ გიორგი გაბუნიაზე თავდასხმას ამზადებდა.

“ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი იმის გასარკევად, თუ ვინ მოახდინა ორგანიზება, გასცა განკარგულება და დააფინანსა მკვლელობის შეკვეთა და დააკისროს მათ პასუხისმგებლობა. 

ეს იქნება მკაფიო ნაბიჯი ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ მუქარის თავიდან ასაცილებლად, და იმის, რომ კანონის წინაშე ყველას აგებს პასუხს” – ნათქვამია განცხადებაში.

წერილის ასლები გაეგზავნა საქართველოში ევროკავშირის საელჩოსა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს ქრისტიან დანიელსონს.

შეგახსენებთ, რომ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმის გამოძიების ფარგლებში, სუს-მა რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი 2020 წლის 12 ივნისს დააკავა. გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა