პრობლემა აღმოფხვრილია და ლარის კურსი მყარდება – თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ლარის ინფლაცუასთან დაკავშირებთ პრობლემა აღმოფხვრილია და ლარის კურსიც მყარდება.

“ძირითადად ინფლაცია ფიქსირდება იმ პროდუქციის გამო, რომელიც არის იმპორტული, ამას აქვს თავისი მიზეზები, პირველი ეს იყო ლარის ინფლაცია წლის დასაწყისში, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ამ თვალსაზრისით პრობლემა აღმოფხვრილია და ლარის კურსი მყარდება და ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე იმპორტულ საქონელზე ამ მიზეზით გამოწვეული ფასის ზრდაც შემცირდება” – განაცხადა თურნავამ.