პროკურატურამ ბორჯომში შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ბორჯომში, ოჯახის წევრის მიმართ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, მ.პ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. ბორჯომში, 2021 წლის 01 იანვარს, ღამის საათებში, საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების დროს, თ.პ-მ მოკვლის განზრახვით, დანის გამოყენებით, შვილს, ი.პ-ს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.

მ.პ. 01 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებული მ.პ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ახალციხის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.