პროკურატურას რას უწუნებთ, რომ არ მიხვდა, რომ თაღლითი იყო?! – სარჯველაძე განაჩენზე

“პროკურატურას რას უწუნებთ, რომ არ მიხვდა, რომ თაღლითი იყო?! ” –  ასე ეხმაურება, “ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას.

“სამი წერლი მიმდინარეობდა განხილვა იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ფაქტები, რომელიც ჩადენილია და რომელიც საკამათო არ არის, რომ ნამდვილად ჩადენილი ყოფილა, ის ფაქტები, სასამათლომ თქვა, რომ ჰქვია სახელი არა ამ დანაშაულის სახელი, არამედ სხვა დანაშაულის სახელი, აი ეს გავიგეთ. პროკურატურას რას უწუნებთ, რომ არ თქვა, რომ არ მიხვდა, რომ თაღლითი იყო?! ამას მეუბნებით?!”, – თქვა მიხეილ სარჯველაძემ.