პროკურატურა ელექტრონული სამაჯურის მოხსნის გამო ნიკა მელიას დაპატიმრებას ითხოვს

მთავარმა პროკურატურამ ენმ–ს ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

მიზეზი პირველ ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნაა. პროცესი 17:00 საათზეა დანიშნული.

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუმაგრეს.