პროკურატურა: ცირკთან, ტყეში უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირი გააუპატიურეს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ დამნშავედ ცნო პირი, რომელმაც თბილისში, ცირკის მიმდიბარე ტერიტორიაზე უმწე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გააუპატიურა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 12 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, კ.ქ.-მ უმწეო მდგომარეობაში მყოფი ა.კ. გააუპატიურა.

სამართალდამცველებმა კ.ქ. 2020 წლის 12 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით  (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ქ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- აცხადებს პროკურატურა.