“პროკურატურიდან დამირეკეს მოსმენებთან დაკავშირებით, აინტერესებდათ, ავთენტურია თუ არა ის ეპიზოდები, რაც მე მიკავშირდება. ცხადია, მე ვუთხარი, რომ არანაირი ნდობა პროკურატურის და სასამართლოში ამ გამოძიებაში არ მაქვს, რომლითაც დამემუქრნენ, რომ მაშინ სასამართლოში გამომიძახებენ. საჯაროდ ვაცხადებ, რომ არც პროკურატურაში და არც სასამართლოში ამ საკითხზე არ მივალ – პირიქით, მათ მოუწევთ სასამართლოში პასუხების გაცემა, იმიტომ რომ მე ვაპირებ სამართლებრივ დავას, პირველ რიგში, სტრასბურგში. ამოცანა არის, რომ სტრასბურგში სახელმწიფომ პასუხი აგოს ამ ბოროტებაზე, რომელიც ჩაიდინა”

განაცხადა დროას ლიდერმა, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ.