პროკურატურის განცხადებით, სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მასალებს გააცნობენ

საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გააცნოს,- ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, სახალხო დამცველის მხრიდან მომართვის შემთხვევაში, სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გააცნოს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატთან შესაბამისი კომუნიკაცია ექნებათ და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს”,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.