პრორუსული ვინ იყო, გუშინ ვნახეთ, ეს იყო ქვეცნობიერის გამოვლენა – გახარია კიკაბიძეზე

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ბუბა კიკაბიძის მიერ სიმღერის რუსულ-ქართულად შესრულებაზე ამბობს, რომ “პრორუსული ვინ იყო, გუშინ ვნახეთ”.

“საერთოდ, ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ სუსტ ოპოზიციას არ აქვს შინაარსობრივი თემები, ყოველ ჯერზე არჩევნებამდე ორი-სამი დღით ადრე საკითხი ხდება პრორუსულობა, პრორუსული ვინ იყო, გუშინ ვნახეთ, ეს იყო ჩვეულებრივი ქვეცნობიერის გამოვლენა, პირდაპირ გეუბნებით”,- თქვა გახარიამ.

ცნობისთვის, გუშინ ენმ-ს აქციაზე ენმ-ძალა ერთობაშიას სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ სიმღერა “თბილისო” რუსულ-ქართულად შეასრულა. პარტიის განმარტებით, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო.