პუტინისტურმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს

ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ისევ ჩამოხსნეს და დაწვეს.

სამართალდამცავებს პუტინისტებისთვის ხელი არ შეუშლიათ.

ისინი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას მას შემდეგ დაუბრუნდნენ, რაც მდუმარე აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები პოლიციამ ტერიტორიას განარიდა.