“პუტინის გეგმა B”:როგორ შეიძლება შეცვალოს ტრამპის დაბრუნებამ თეთრ სახლში უკრაინის ომის მიმდინარეობა

თავისი ხანმოკლე, მაგრამ დატვირთული პოლიტიკური კარიერის განმავლობაში დონალდ ტრამპმა არაერთხელ მოახდინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მიმართებაში თანაგრძნობისა და სიმპატიისადმი მიდრეკილების დემონსტრირება. დასავლური მედია საუბრობს იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნებას უკრაინაში ომის  თვალსაზრისით.

2018 წელს ფინეთში გამართულ რუსეთ-აშშ-ის სამიტზე ტრამპმა გადაწყვიტა დაეჯერებინა პუტინის სიტყვებისთვის იმის შესახებ, რომელიც2016 წლის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევას უარყოფდა, სრულიად უგულებელყო მისი დაზვერვის ანგარიშები, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებდა.

თუ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება, რუსეთის მიმართ ეს კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, სავარაუდოდ, კვლავ გახდება აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი. უფრო მეტიც, ასეთი კურსსმზად არის მხარი დაუჭიროს რესპუბლიკელ ამომრჩეველთა უმრავლესობამ და ამ პარტიის ზოგიერთმა წევრმა კონგრესში.

ამ კვირაში CNN-ის მიერ ორგანიზებულ ამომრჩევლებთან ტრამპის შეხვედრაზე გამოთქმულმა მისმა კომენტარებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ისინი, ვინც აღნიშნავდა მის კეთილგანწყობას პუტინის მიმართ, რომ ისინი მართლები იყვნენ.

ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ომის დასრულება 24 საათში შეუძლია, მაგრამ არ უთქვამს როგორ.

მან უარი თქვა პასუხის გაეცა კითხვაზე, სურს თუ არა უკრაინის გამარჯვება და წუხს სამხედრო დახმარების ხარჯებზე. „ჩვენთვის იარაღიც კი არ გვაქვს და ძალიან ბევრს ვჩუქნით“, – თქვა მან და დაადანაშაულა ევროპული ქვეყნები არასაკმარისი წვლილისთვის.

ტრამპი, როგორც პუტინის გეგმა B

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს კონგრესმა დაამტკიცა მილიარდობით დოლარის დაფინანსება უკრაინისთვის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, როგორც პრეზიდენტს, ტრამპს შეუძლია შეანელოს ან თუნდაც შეწყვიტოს ეს მხარდაჭერა.

მან ეს უკვე გააკეთა, როდესაც თეთრ სახლს ხელმძღვანელობდა: ის ხშირად უშლიდა ხელს კონგრესის მიერ დამტკიცებულ სამხედრო დახმარებას.

მისმა ზოგიერთმა რესპუბლიკელმა კოლეგამ სასწრაფოდ დაგმო ტრამპის შენიშვნები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ, მაგრამ შესაძლებელია, უფრო სწორად კი სავარაუდოა, რომ აშშ-ს მხარდაჭერა კიევისთვის შეიძლება მთლიანად დასრულდეს, თუ ტრამპს ხელახლა აირჩევენ პრეზიდენტად 2024 წლის ნოემბერში.

სულ მცირე, ეს მხარდაჭერა უპირობო აღარ იქნება. ასევე არ იქნება ის ტიტანური ძალისხმევა, რაც ვაშინგტონმა აქამდე გაიღო, რათა შეენარჩუნებინა ერთიანი ფრონტი ევროპულ მოკავშირეებთან ანტირუსული სანქციების საკითხებში.

დიდ ბრიტანეთში, რომელიც აძლიერებს უკრაინას დახმარებას, მათ შორის შორი დისტანციის რაკეტების მიწოდებას, შიშობენ ტრამპის ახალი საპრეზიდენტო ვადის შესაძლო  სამწუხარო შედეგების გამო.

თუ ტრამპი შეწყვეტს იარაღის მიწოდებას კიევისთვის, ომი დასრულდება რუსეთის პირობებით, რაც დასავლეთისთვის ყველაზე საშინელი კოშმარია, თქვა სერ ალექს იანგერმა, ბრიტანეთის MI6 დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

”პუტინს არ ჰქონდა გეგმა B, როდესაც ის შეიჭრა უკრაინაში, მაგრამ ახლა მისი გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ ხელსაყრელ დროს დაელოდოს”, – თქვა იანგერმა.

დახმარების დასასრული – ომის დასრულება?

ამერიკელი საზოგადოება ისე აღარ უჭერს მხარს უკრაინის დახმარებას. Pew Research-ის მიერ გასულ კვირაშის ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ უფრო მეტ ამერიკელს სურს, რომ აშშ-ის ხელისუფლება უფრო მეტად ფოკუსირებული იყოს საშინაო საკითხებზე.

მაგრამ ჯეფრი ტრეისმენი, ეროვნული უსაფრთხოების პროფესორი კონექტიკუტის ნიუ ჰევენის უნივერსიტეტიდან, არ არის დარწმუნებული, რომ აშშ-ს დახმარების დასრულება ავტომატურად ნიშნავს უკრაინის დამარცხებას. მისი აზრით, ომი შეიძლება გაგრძელდეს წლების ან ათწლეულების განმავლობაში.

“უკრაინელებმა, მათი დამსახურებით, აჩვენეს წარმოუდგენელი გადაწყვეტილება, ებრძოლონ რუსებს და წინააღმდეგობა გაუწიონ მათ შეჭრას მაშინაც კი, როდესაც [საერთაშორისო] მხარდაჭერა ომის დასაწყისში მინიმალური იყო. მათ აქვთ პოტენციალი, მაშინაც კი, თუ აშშ შეწყვეტს მათ დახმარებას”, – თქვა ტრეიტსმანმა.

კიევი, კარაგად ახერხებს დაფაროს საკუთარი წუხილი ამ საკითხთან დაკავშირებით და ჯერჯერობით შეშფოთებას არ გამოხატავს.

ტრამპის კომენტარის გაკეთებიდან მეორე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ BBC-ს განუცხადა, რომ მას არ აქვს შეშფოთება 2024 წლის აშშ-ს არჩევნებთან დაკავშირებით.

“აშშ-ის არჩევნები ჩატარდება ერთ წელიწადში, ვინ იცის, სად ვიქნებით ყველანი. მე მჯერა, რომ მანამდე ჩვენ გავიმარჯვებთ”, – თქვა მან და ცხადყო, რომ მას არ სჯერა უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების შესუსტების. .