პუტინის პრესკონფერენციის გაუქმების მიზეზი, სავარაუდოდ, რუსეთში ომის საწინააღმდეგო განწყობებია – ბრიტანული დაზვერვა

პუტინის პრესკონფერენციის გაუქმების მიზეზი, სავარაუდოდ, რუსეთში ომის საწინააღმდეგო განწყობებია –  ნათქვამია, ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ყოველდღიურ ანგარიშში.

“მიუხედავად იმისა, რომ კითხვები, როგორც წესი, წინასწარ შეთანხმებულია, სავარაუდოდ, გაუქმება გამოწვეულია მზარდი შეშფოთებით რუსეთში ომის საწინააღმდეგო გრძნობების გავრცელებასთან დაკავშირებით.

კრემლის წარმომადგენლებს ეშინიათ, რომ ნებისმიერი ღონისძიებაზე, რომელსაც პუტინი ესწრება, “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე” შესაძლოა ისეთი კითხვები დასვან, რომელიც შეთანხმებული არ იქნება”, – წერს დაზვერვა.