პუტინის ყოფილმა მცველმა, რომელიც “ბირთვულ ჩემოდანს“ დაატარებდა თავის მოკვლა სცადა

რუსეთის პრეზიდენტის ყოფილმა მცველმა, 53 წლის საიდუმლო პოლკოვნიკმა, ვადიმ ზიმინმა, რომელიც მას სულ თან ახლდა და “ბირთვულ ჩემოდანს“ დაატარებებდა, თავის მოკვლა სცადა. მედიის ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე ბინაში ის ძმამ აღმოაჩინა, რომელიც სროლის დროს ბინაში იყო და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ზიმინი გადარჩა, თუმცა რეანიმაციაში უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს. მისი ტრავმების მიხედვით, პირველადი დასკვნით მან თავში თავად ისროლა.

ბრიტანული ტაბლოიდი Miror წერს, რომ ის სისხის გუბეში, თავში ცეცხლსასროლი ჭრილობით იწვა, გვერდით კი  პისტოლეტი Иж 79-9ТМ ეგდო. გასროლის  დროს ძმა სააბაზანოში იყო, ცოლი კი სახლში არ იყო.

ბორის ელცინის დროინდელი “ბირთვული ჩემოდანი“

ცნობილია, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის პოლკოვნიკი, ვლად ზიმინი თავის  დროს პასუხისმგებელი იყო ჩემოდანზე “ბირთვული ღილაკით“. ზიმინი ამ როლს ჯერ კიდევ პრეზიდენტ ელცინის დროს ასრულებდა. შემდეგ კი ფეესბეში მუშაობა განაგრძო და პუტინის პერიოდში პოლკოვნიკის წოდება მიიღო.

ბოლო დროს ვადიმ ზიმინი შინაპატიმრობაში იყო. მასზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. მას ბრალად ედება ქრთამის აღება მას შემდეგ, რაც რუსეთის საბაჟოზე მუშაობა დაიწყო და მაღალი თანამდებობა დაიკავა. 2021 წლის დეკემბერში ის ბიზნესმენისგან ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ის ყოველი გარიგებიდან 10%–ს იღებდა.