პუტინი მკვლელია – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, მიაჩნია თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „მკვლელად“.

ბაიდენის თქმით, იანვარში პუტინთან სატელეფონო საუბრისას მან გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი „შედეგების“ შესახებ იმ შემთხვევაში, თუკი საპრეზიდენტო არჩევენებში რუსეთის ჩარევა დადასტურდებოდა.

“პუტინი პასუხს აგებს. ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მას მე კარგად ვიცნობ. როდესაც საუბარი დავიწყეთ, ვუთხარი: მე თქვენ გიცნობთ, თქვენ მე მიცნობთ. თუკი ეს დადასტურდება, მზად იყავით”,– თქვა ბაიდენმა.

ცნობისთვის, დღეს გამოქვეყნდა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ სავარაუდოდ რუსეთმა, უშუალოდ პუტინის ხელმძღვანელობით, აშშ–ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა სცადა. ამის გამო აშშ–მ რუსეთს შესაძლოა ახალი სანქციები დაუწესოს.