პუტინი უკვე მზად არის ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის–CNN Turk

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 5 აგვისტოს სოჭში მიმდინარე სამიტზე მიანიშნა თურქ კოლეგას, რომ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტს შეხვდეს. ამის შესახებ გამოცემა CNN Turk რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ჟურნალისტის წყაროს ინფორმაციით, რუსეთის პოზიცია უკრაინასთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით იმაში მდგომარეობს, რომ ლიდერებმა უნდა შეძლონ და განსაზღვრონ საბრძოლო მოქმედებების დასრულების საგზაო რუკა. შემდეგ, კი სავარუდოდ, მუშაობა და მომავალი საბრძოლო რუკის რეალობად ქცევა ორი მეომარი ქვეყნის დელეგაციებმა უნდა გააგრძელონ.

გამოცემა მივიდა დასკვნამდე, რომ თუნდაც მხარეებმა უკრაინაში ომის საბოლოო შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიონ, ომის შესაძლო შეწყვეტა დამოკიდებული იქნება იმ მესიჯებზე, რასაც ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს გაეროს გენერალური მდივნის თანდასწრებით გადასცემს ლვოვის სამმხრივ სამიტზე.

შეგახსენებთ, რომ ერდღანის უკრაინაში შასვლამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ის ზელენსკის პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს. ლვოვში მიმდინარე დღევანდელ მოლაპარაკებებზე რუსეთ–უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობებიც განიხილება.