პუტინმა რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმას ეკონომიკური სუიციდი უწოდა

პუტინმა ევროკავშირის ახალ ენერგეტიკულ პოლიტიკას “ეკონომიკური თვითმკვლელობა“ უწოდა.

“ცხადია, რუსულ ენერგორესურსებთან ერთად, ეკონომიკური აქტივობის გაზრდის შესაძლებლობაც დატოვებს ევროპას. ასეთი ეკონომიკური თვითმკვლელობა, რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნების შიდა საქმეა”, – თქვა პუტინმა.

მისი თქმით, ენერგოფასების ზრდა ევროკავშირის ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობას ძირს უთხრის.

„რუსული ენერგორესურსებზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ევროპა სისტემატურად, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხდება რეგიონი, სადაც ენერგორესურსების ყველაზე მაღალი ღირებულებაა მსოფლიოში. დიახ, რა თქმა უნდა, ფასები აქ გაიზრდება და რესურსები ასევე წავა ამ ფასებამდე. მაგრამ სიტუაციის ძირეულად შეცვლა შეუძლებელი იქნება“,– ამტკიცებს პუტინი და აღნიშნავს, ამან “შეუქცევადად შეიძლება შეარყიოს ევროპული ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილის კონკურენტუნარიანობა, რომელიც კარგავს კონკურენციას მსოფლიოს სხვა რეგიონების კომპანიებთან“.

რუსეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ამიერიდან ეს პროცესი მხოლოდ დაჩქარდება.

პუტინის აზრით, ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფო, რომელის მეტად არის დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე, მასზე უარის თქმას დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებს.