პუტინმა შოლცს უთხრა, რომ დასავლეთი უკრაინის მიმართ დესტრუქციულად იქცევა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ტელეფონით ისაუბრეს. პუტინმა შოლცს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ უკრაინასთან მიმართებით გერმანიისა და დასავლეთის მიდგომა “დესტრუქციულია”.

“ყურადღება მიექცა დასავლური სახელმწიფოების, მათ შორის, გერმანიის დესტრუქციულ საქმიანობას, რომლებიც კიევის რეჟიმს იარაღით ტენიან და უკრაინელ სამხედროებს წვრთნიან. ამ ყველაფერს, ისევე როგორც უკრაინის საყოველთაო პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას, მივყავართ იმ ფაქტამდე, რომ კიევი ნებისმიერი მოლაპარაკების იდეას სრულიად უარყოფს”