პუტინს სურს პირდაპირი მოლაპარაკებები, შევთავაზე საჯარო ფორმატი – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციისას მან მიიღო სიგნალები, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს პირდაპირი მოლაპარაკებები სურს.

“მე მივიღე სიგნალები… რომ პუტინს სურს პირდაპირი მოლაპარაკება. შევთავაზე მოლაპარაკების საჯარო ფორმატი, რადგან რუსეთი აწარმოებს საჯარო ომს”, – განაცხადა პრეზიდენტმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას.

მან ასევე დაადასტურა შეხვედრა CIA-ს დირექტორთან უილიამ ბერნსთან კიევში. ზელენსკიმ დასძინა, რომ ბერნსი დედაქალაქში იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიაზე რუსული მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს და თავშესაფარში იმალებოდა.