ჟურნალისტებს პროფესიული დღე კალაძემაც მიულოცა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს პროფესიული დღე ფეისბუქით მიულოცა, სტატუსის ქვეშ კი მედიასთან გადაღებული ფოტო დადო:

“ჟურნალისტებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს! მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, პროფესიონალი და მიუკერძოებელი მედიის არსებობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობაა. ამდენად, თქვენი თავისუფლება და პროფესიონალიზმი ნიშნავს თავისუფალ, სრულად ინფორმირებულ საზოგადოებას. გისურვებთ ღირსებით და პასუხისმგებლობით ემსახუროთ ქართულ ჟურნალისტიკას!
წარმატებები!“– წერს კახა კალაძე.

დღეს ჟურანლისტებს პროფესიული დღე პრემიერმა ღარიბაშვილმაც მიულოცა და თქვა, რომ თავისუფალ მედიაგარემოს ქართული ოცნების გუნდი უდგას გარანტად.