ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ნიშნებს მოიცავს – NGO-ები დავით გარეჯში მომხდარ თავდასხმაზე

“ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ნიშნებს მოიცავს “- კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისთვის” მთავარი არხის თანამშრომლებზე განხორციელებულ ძალადობას გმობს და აღნიშნულ თავდასხმას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად აფასებს. NGO-ები სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნულის სწრაფად და ეფექტიანად გამოძიებისკენ გამოუწოდებს.

“კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წევრი ორგანიზაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დროულად დაწყებას და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის აღკვეთისკენ მოუწოდებენ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.