რამდენიმედღიანი გამყარების შემდეგ, ლარი გაუფასურდა – ახალი კურსი

რამდენიმედღიანი გამყარების შემდეგ, ლარი გაუფასურდა.. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.70 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3126 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.59 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0473 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 25 მაისიდან შევა ძალაში.