”რამდენიმე საათი დასჭირდება პორტალის დაბრუნებას” – თამარ გაბუნია booking.moh.gov.ge-ზე

“რამდენიმე საათი დასჭირდება პორტალის დაბრუნებას” – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს და იმედს გამოთქვამს, რომ  ხვალისთვის პრობლემა აღმოიფხვრება და მოქალაქეები პორტალზე ვაქცინაციისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ.

“მიმდინარეობს ისევ სამუშაოები, გვითხრეს, რომ რამდენიმე საათი დასჭირდება პროცესის შესწორებას და იმას, რომ დაბრუნდეს პორტალი სამუშაო რეჟიმში”,- ამბობს თამარ გაბუნია.